როგორია საბურთალოზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა – ექიმის განმარტება

თბილისში, საბურთალოზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილ მამაკაცს სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოები დაზიანებული არ აქვს.

ქირურგის, შოთა ტოტელიშვილის თქმით, პაციენტი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

“კლინიკაში შემოყვანილია ერთი პაციენტი, რომელსაც აღენიშნება მარჯვენა ბარძაყისა და მხრის ცეცხლსასროლი გამჭოლი ჭრილობები, ზომიერი სისხლდენით. პაციენტი მოთავსდა გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში, სადაც ჩაუტარდა ჭრილობების რევიზია, პირველადი ქირურგიული დამუშავება. ამ ეტაპზე, სისხლდენა ოკუპირებულია. პაციენტი აგრძელებს მკურნალობასა და დაკვირვებას. სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოები არ არის დაზიანებული, რბილი ქსოვილების დაზიანება აღენიშნება”, – განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, შემთხვევა საბურთალოზე ცოტა ხნის წინ მოხდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები