ტრამპი: პრეზიდენტი პუტინი ძალიან მომწონდა, მე კი მას მოვწონდი

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ მას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ორმხრივი სიმპათია აკავშირებდა.

ამის შესახებ მან Fox News-თან საუბარში განაცხადა.

“პრეზიდენტ პუტინთან კარგი ურთიერთობა მქონდა, ძალიან მომწონდა, მე კი მას მოვწონდი”, – თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ ეს ცუდი არ არის, ეს კარგია.

ასევე, მან 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ საარჩევნო კამპანაიში ჩართვის შესაძლებლობას განიხილავს.

“პირველ ყოვლისა, უნდა ვთქვა, რომ იქამდე ჯერ ძალიან შორია. მაგრამ ამ იდეას სრული სერიოზულობით ვუყურებ. ძალიან სერიოზულად. მაგრამ, სამართლებრივი თვალსაზრისით ამაზე საუბარი ჯერ არ მინდა”, – თქვა დონალდ ტრამპმა.

მარტში აშშ-ის ყოფილმა პრეზიენტმა თქვა, რომ 2022 წლის შუალედური არჩევნების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, ჩაერთვება თუ არა საპრეზიდენტო კამპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები