სალომე სამადაშვილი: მიხარია, რომ ამდენმა ადამიანმა მოიწონა ჩემი გადაწყვეტილება, ვინც არა – მომავალში მიხვდება
“მიხარია, რომ ამდენმა ადამიანმა მოიწონა ჩემი გადაწყვეტილება, ვინც არა – მომავალში მიხვდება”, – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეს ქვეყანა ევროპამდე მივა და ძალიან მალე ნიკა მელია და გიორგი რურუაც ოჯახებს დაუბრუნდებიან.
„იმდენი გზავნილი და კომენტარი დამხვდა… ყველას ვერ ვუპასუხებ. მიხარია, რომ ამდენმა ადამიანმა მოიწონა ჩემი გადაწყვეტილება. ვინც არა – მომავალში მიხვდება, დარწმუნებული ვარ. გრძელი გზა მაქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში გავლილი (დიპლომატებზე ამბობენ, კარგად ჩაცმული პოლიტიკოსები არიანო). არ მახსოვს გადაწყვეტილება, რომელიც მინანია. მარტივია – გააკეთე ის, რაც სწორედ მიგაჩნია და იყავი ის, ვინც ხარ – ყველა სხვა ადგილი დაკავებულია. ეს ფოტოგზავნილი მომეწონა – მართალია, ხანდახან ცხოვრებას სხვა მხრიდან უნდა შეხედო. მივა ეს ქვეყანა ევროპამდე, გრძელი გზით კი მიდის, მაგრამ მაინც. და ძალიან მალე ნიკა მელია და გიორგი რურუაც ოჯახებს დაუბრუნდებიან. კარგი დღე იყო გუშინ, დღეს უკეთესი იქნება“, – წერს სალომე სამადაშვილი Facebook-ზე.
სალომე სამადაშვილმა შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელი ინდივიდურად მოაწერა.