გაბრიელიუს სალდსბერგისი: ევროკავშირმა ზომები იქამდე უნდა მიიღოს, სანამ რუსეთი “წითელ ხაზებს” გადაკვეთს

 

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები იქამდე უნდა დააწესოს, ვიდრე მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ გაილაშქრებს.

ამის შესახებ მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენციის შემდეგ განაცხადა.

მინისტრმა რუსეთს მოუწოდა, თავი შეიკავოს აღმოსავლეთ უკრაინაში ესკალაციისგან.

”უკრაინის დამოკიდებულება და პოზიცია ძალიან მშვიდია, მიზანმიმართული და პატივისცემას იმსახურებს”, – თქვა მან.

ლანდსბერგისმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სანქციების განხილვა უნდა მოხდეს “წითელი ხაზების” გადაკვეთამდე.

”მე შევთავაზე, რომ სანქციები, განსაკუთრებით – უკრაინის შემთხვევაში, უნდა განიხილებოდეს არამხოლოდ “წითელი ხაზების” გადაკვეთისას, ანუ როდესაც ფიზიკური შეტევა უკვე დაწყებულია და დაგვიანებულია იმაზე ფიქრი, თუ რისი თქმა შეუძლია ევროპას. უნდა გავაგზავნოთ სიგნალი დღეს: მზად ვართ, ვისაუბროთ სექტორულ სანქციებზე, თუ” წითელი ხაზები “გადაიკვეთა. სიგნალი უნდა იყოს მკაფიო, ძლიერი და სწრაფი”, – თქვა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები