ლევან ნიკოლეიშვილი: ,,ქართულმა ოცნებამ” მთელს ოპოზიციას შეუსრულა, მასტერკლასი ჩაუტარა პოლიტიკური და ამას უფრო მკაფიოდ ვნახავთ უახლოეს დღეებში
,,ქართულმა ოცნებამ” მთელს ოპოზიციას შეუსრულა, მასტერკლასი ჩაუტარა პოლიტიკური და ამას უფრო მკაფიოდ ვნახავთ უახლოეს დღეებში”, – ამის შესახებ ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მმართველმა გუნდმა საზოგადოებას ნათლად აჩვენა, რომ „ნაცმოძრაობა“ არის ერთი მარგინალური სექტა, რომელიც არაფრად აგდებს დასავლეთის პოზიციებს.
,,მოდი, პირდაპირ გეტყვით, ახლა რასაც ვფიქრობ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე – თავდაპირველად, სიბრაზე მქონდა მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ ახლა ცივი გონებით ვაანალიზებ მათ ნაბიჯებს და ერთ რამეს დავწერ – ,,ქართულმა ოცნებამ” მთელ ოპოზიციას შეუსრულა, მასტერკლასი ჩაუტარა პოლიტიკური და ამას უფრო მკაფიოდ ვნახავთ უახლოეს დღეებში. ერთი მხრივ, მმართველმა პარტიამ დაადასტურა, რომ ის დასავლეთის, ხოლო დასავლეთი მის მხარესაა, ხოლო მეორე მხრივ საზოგადოებას ნათლად აჩვენა, რომ „ნაცმოძრაობა“ არის ერთი მარგინალური სექტა, რომელიც არაფრად აგდებს დასავლეთის პოზიციებს. ის გარემოება, რომ „ოცნებამ“ მთელ ოპოზიციას შეუსრულა, ხელის გულზე დევს. დაიწყო დაშლა პარტიების, ჩარკვიანი გაიქცა, ჩერგო ,,გირჩს” აგინებს, ,,გირჩი” მის განაყოფებს, ბოკერია სამნიძეს, სააკაშვილი ყველას ერთად ალიკა კუპრავას გარდა… მოკლედ, ეს დღე აუცილებლად ჩაიწერება ქართული პოლიტიკის ისტორიაში, როგორც ვითომ „ერთიანი“ ოპოზიციის რღვევის დასაწყისად და მათი ანტიდასავლური სახის წარმოსაჩენად,” – წერს ნიკოლეიშვილი.