რატი იონათამიშვილი – ,,გირჩზე”: თუ მათ სურთ, რომ კონსტრუქციული როლი შეასრულონ ქართულ პოლიტიკაში, სრულფასოვნად უნდა ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში
“თუ მათ სურთ, რომ კონსტრუქციული როლი შეასრულონ ქართულ პოლიტიკაში, სრულფასოვნად უნდა ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ,,გირჩთან” დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მხოლოდ დერეფანში საქმიანობის განხორციელება ძალიან არასერიოზულია.
„გირჩის“ გადაწყვეტილებაა, პარლამენტში მოვიდეს, რათა დერეფნებში შეხვედრა გამართოს. მათ ვურჩევდი, საპარლამენტო საქმიანობაში სრულფასოვნად ჩაერთონ. ეს იქნება მნიშვნელოვანი მათთვის და მოხდება მათი მხარდამჭერების პოზიციის გაზიარება, პასუხისმგებლობის აღება. თუ მათ სურთ, რომ კონსტრუქციული როლი შეასრულონ ქართულ პოლიტიკაში, სრულფასოვნად უნდა ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში. თუ ამისგან თავს იკავებენ, მაშინ ვფიქრობ, მხოლოდ დერეფანში საქმიანობის განხორციელება ძალიან არასერიოზულია და ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.