იტალიაში კარანტინის შეზღუდვები შემსუბუქდება

​იტალიაში, 26 აპრილიდან კორონავირუსითან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქება იგეგმება. აღნიშნულის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, 26 აპრილიდან შეზღუდვების მოხსნა ეპიდემიოლოროგიულ მონაცემზე დაყრდნობით იგეგმება, რომელიც თანდათან გაუმჯობესდა.

„ჩვენ შეგვიძლია მომავალში ფრთხილი ოპტიმიზმითა და თავდაჯერებულობით ვიყუროთ“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ მუშაობას შეძლებენ ღია სივრცის მქონე ბარ-რესტორნები შუადღიდან საღამომდე, ხოლო სკოლის ყველა მოსწავლე მერხებთან დაბრუნდება. შესაძლებელი იქნება რეგიონებს შორის გადაადგილება, მაგრამ შენარჩუნდება მათი განსხვავება ფერების მიხედვით, რაც ეპიდემიოლოგიური რისკის დონეზეა დამოკიდებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები