ალექსანდრე ტაბატაძე: ჩვენმა სამართალდამცველებმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენეს მათ მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის მაღალი სტანდარტი და პროფესიონალიზმი

“ჩვენმა სამართალდამცველებმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენეს მათ მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის მაღალი სტანდარტი და პროფესიონალიზმი”, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა.

მისი თქმით, განხორციელებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძალიან სწრაფად გაანეიტრალეს შეიარაღებული დამნაშავე და უკლებლივ ყველა მძევალი უსაფრთხოდ გაათავისუფლეს. „ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენი სამართალდამცავების მიერ არჩეულ მიდგომას, რომ, პირველ ყოვლისა, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოებაა მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ. თბილისში, “ავლაბრის მეტროს” მიმდებარედ, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი დაახლოებით 13:00 საათზე შეიჭრა. სამართალდამცველებმა ყველა მძევლის უვნებლად გათავისუფლება შეძლეს, რის შემდეგაც თავდამსხმელი აიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები