საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს ხორბლის, სიმინდისა და კარტოფილის წარმოება გაიზარდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს ხორბლის წარმოებამ 101.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ქერის წარმოება 13.8 პროცენტით შემცირდა და 46.1 ათასი ტონა შეადგინა.

სიმინდის წარმოება 263.0 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც 27.0 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. კარტოფილის წარმოება 10.8 პროცენტით გაიზარდა და 215.7 ათასი ტონა შეადგინა. ამასთან, 2020 წლის განმავლობაში წარმოებულია 180.1 ათასი ტონა ბოსტნეული, რაც 11.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, წინასწარი მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, შემცირებულია ხორბლისა და ქერის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები