ქართული სიყვარულის დღე და ტიტანიკის ჩაძირვის ამბავი – საინტერესო მოვლენები, რომელიც 15 აპრილს უკავშირდება

15 აპრილს საქართველოში ე.წ. ქართული სიყვარულის დღეა, რომელიც ჟურნალისტმა ბესო ჩუბინიძემ 14 თებერვლის, ვალენტინობის დღის საპირწონედ დააწესა, თუმცა ამას გარდა, 15 აპრილს რამდენიმე ისტორიული, მნიშვნელოვანი  თარიღიც უკავშირდება.

1912 წელს ჩაიძირა ტიტანიკი:

ხომალდი ტიტანიკი 1912 წლის 10 აპრილს საუთჰემპტონის პორტიდან გავიდა. ვიდრე დასავლეთისკენ გაეშურებოდა, გზაზე შერბურსა და კვინსტაუნში შეიარა და მგზავრები აიყვანა. გასვლიდან ოთხი დღის შემდეგ, 1912 წლის 14 აპრილს, 22:40-ზე, ტიტანიკი აისბერგს შეეჯახა. 1912 წლის 15 აპრილის დილით, შეჯახებიდან 2 საათისა და 40 წუთის შემდეგ გემი ჩაიძირა. რის შედეგადაც 1,517 ადამიანის დაიღუპა. დიდი მსხვერპლი ნაწილობრივ იმით იყო განპირობებული, რომ გემზე საკმარისი რაოდენობის ნავი არ აღმოჩნდა. ნავების რაოდენობა სულ 1.178 ადამიანზე იყო გათვლილი.

1919 წელს საბჭოთა კავშირში შეიქმნა გულაგი:
გულაგი – შრომით-გამოსასწორებელი ბანაკების და კოლონიების მთავარი სამმართველო. გულაგის სახელით ცნობილია საბჭოთა სადამსჯელო სისტემის ნაწილი, სადაც პატიმრები სასჯელის მოხდასთან ერთად იძულებით ასრულებდნენ სხვადასხვა სამუშაოს, ხშირად ძალიან ცუდ ან თითქმის გაუსაძლის პირობებში. 1929 წლიდან 1953 წელს სტალინის გარდაცვალებამდე, გულაგი გამოიარა, სავარაუდოდ, 14 მილიონამდე ადამიანმა. დაიღუპა 1,6 მილიონამდე ადამიანი. 1953 წელს სტალინის გარდაცვალების შემდეგ, კომუნისტური სახელმწიფო გულაგის სისტემის დემონტაჟს შეუდგა. 1954 წელს კი დაიწყეს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. გულაგების სისტემა საბოლოოდ 1960 წელს გაუქმდა.

1975 წელს შეიქმნა ევროპული კოსმოსური სააგენტო:
ევროპული კოსმოსური სააგენტო საერთაშორისო ორგანიზაცია,რომელიც 1975 წელს ევროპელთა ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა და მიზნად კოსმოსის ათვისებას ისახავდა. ამჟამად, სააგენტოში 17 წევრი სახელმწიფოა გაერთიანებული: ავსტრია, ბელგია, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, ესპანეთი, შვედეთი ,შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ლუქსემბურგი.

2010 წელს ისლანდიაში ვულკანი  აიუჰვედლეუკი ამოიფრქვა:
ვულკან აიუჰვედლეუკის ამოფრქვევამ 2010 წელს მასშტაბური პრობლემა შექმნა. სპეციალისტებმა პროცესი შეაფასეს როგორც “გლობალური საჰაერო სივრცის ყველაზე მასშტაბური შეზღუდვა, იმ ზომების შემდეგ, რომლებიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებს მოჰყვა საჰაერო მიმოსვლაში”.

2019 : ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში:

2019 წელს მსოფლიო ახალმა ამბავმა შეძრა. ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი ეკიდა. სავარაუდოდ, ხანძარი გამოიწვია შენობაში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებმა, რომელიც 2018 წელს კათოლოკურმა ეკლესიამ მოითხოვა და მიზნად ისახავდა ტაძრის გადარჩენას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები