1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4432 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4432 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებისთანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4432 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4235 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0197 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.1177 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0709 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0468 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ, 15 აპრილს შევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები