ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარტია “ევროპული საქართველოს” ყრილობას ეხხმიანება და მთავრობას მიმართავს:
“მივმართავ ხელისუფლებას – ნუ უშვებთ შერჩევითობას! თუ კოვიდის გამო ქელეხები აკრძალულია, “ევროპული საქართველო” რა პრივილეგიით იხდის საკუთარი პარტიის ქელეხს?”, – წერს სოციალურ ქსელში ნიკოლეიშვილი.
ცნობისთვის, ამ წუთებში “ევროპული საქართველოს” ყრილობა მიმდინარეობს, სადაც პარტიის თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს. ამ დროისთვის განახლებულ პოლიტსაბჭოს ამტკიცებენ.
დღესვე ყრილობამდე ცოტა ხნით ადრე, დავით ბაქრაძემ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარისა და პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გაავრცელა. პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება დღეს გიგი უგულავამაც გაავრცელა. პარტიის რიგები დატოვა ლევან თარხნიშვილმაც.