სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის ახალ მინისტრთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის ახალ მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრეს.
აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.