ხატია დეკანოიძე: შესაძლებელია, კიდევ ერთხელ მივმართოთ საკანონმდებლო ორგანოს მანდატების გაუქმების მოთხოვნით
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე საკანონმდებლო ორგანოს კიდევ ერთხელ მიმართონ.
„შესაძლებელია, კიდევ ერთხელ მივმართოთ საკანონმდებლო ორგანოს მანდატების გაუქმების მოთხოვნით. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ერთხელ უკვე მივმართეთ, პირადად მე, მაგრამ იცით „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება, ისინი კანონს არ აგდებენ არაფრად. ეს განცხადება არსებობს, ყველას გვაქვს დაწერილი და ხელი მოწერილი. არ გამოვრიცხავ, მეორედაც მივმართო“, – განაცხადა ხატია დეკანოიძე.