თეა ახვლედიანი: ჩვენ ვითხოვთ უკანონო პატიმრების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას
“ჩვენ ვითხოვთ უკანონო პატიმრების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას”, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, პრობლემასთან დაკავშირებით სამინისტრო აქტიურად მუშაობს.
„საქართველოში მიმდინარე ოკუპაციისა და მისი უმძიმესი შედეგების გამო, სახეზეა დღეს ძალიან უხეში დარღვევა ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების როგორც ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ და ამის ერთ- ერთი გამოხატულება არის ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავებები. იცით, რომ დღეისათვის უკანონო პატიმრობაში ზაზა გახელაძესთან ერთად იმყოფება ჩვენი რამდენიმე მოქალაქეც, რომელთა დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მიზნით ინტენსიურად ვმუშაობთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული ადგილობრივი თუ საერთაშორისი ინსტრუმენტის გამოყენებით. მათ შორის ზაზა გახელაძის გათავისუფლების თემა იყო უმთავრესი როგორც მარტის ბოლოს გამართული ინციდენტებისა პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფარგლებში. ამ უკანონო დაკავებების საკითხი არის ნამდვილად რთული და ჩვენ განვაგრძობთ მაქსიმალურ ძალისხმევას ამ მიმართულებით. ჩვენ ვითხოვთ ჩვენი უკანონო პატიმრების დაუყოვნებელ და უპირობო გათავისუფლებას”, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.