დავით ნოზაძე თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული – დავით ნოზაძე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელ გია ბერბერაშვილსა და თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარე სოსო მამულაშვილთან ერთად სოფელ მამადაანების, ლიშოს, ღორღას, ქვემო და ზემო არტანის, ქვიშხევის, თეთრაულებისა და ბოდახევას მოსახლეობას შეხვდა.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დავით ნოზაძემ ადგილობრივი მოსახლეობისგან სოფლებში არსებული საჭიროებების შესახებ პირადად მოისმინა და მათთან ერთად გადაჭრის გზებზე იმსჯელა.

აღსანიშნავია, რომ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნულ სოფლებს მდებარეობიდან გამომდინარე მთის სტატუსი აქვთ მინიჭებული, რაც სხვა სიკეთესთან ერთად გაზრდილ პენსიასა და კომუნალურ გადასახადებზე შეღავათებს გულისხმობს. რეგიონის პირველი პირის თქმით, შეხვედრისას, სხვა საჭიროებებთან ერთად, მოსახლეობისგან მთავარ გამოწვევად სოფლების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის საჭიროება დასახელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები