საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 13 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 13 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 798 -ს შეადგენს.
დღეს „კოვიდ-19“ 529 ადამიანს დაუდასტურდა, 326 პაციენტი გამოჯანმრთელდა.