ირაკლი ზარქუა: სავარაუდოდ, ნათელაშვილს ახალი დაფინანსება აქვს მიღებული მიხეილ სააკაშვილისგან იმისათვის , რომ რუსული გეგმები გაახმოვანოს
შალიკო ეს არის რიგითი დაფინანსებული – ყველასთვის ცნობილია, რომ შალიკო და მისი ფანჩატური ფინანსდება და ხან ნატოს აგინებს, ხან რუსეთს აგინებს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, ნათელაშვილს სავარაუდოდ ახალი დაფინანსება აქვს მიღებული მიხეილ სააკაშვილისგან იმისათვის , რომ რუსული გეგმები გაახმოვანოს.
,,ჩვენი ამოცანაა, დღეს ვისაუბროთ ვაქცინაციაზე, ეკონომიკაზე, ხალხს როგორ მოვუხსნათ დასაქმების პრობლემა და როგორ განვავითაროთ ეკონომიკა. შალიკოები და გუბაზი და ისინი, დროა წარსულს ჩავაბაროთ“,- განაცხადა ზარქუამ