დანიელსონი „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერებს ხვდება

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლი კრისტიან დანიელსონი ამ წუთებში “ლელოსა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებთან მართავს შეხვედრას.

პოლიტიკოსებს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარები არ გაუკეთებიათ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს, გვიან ღამით ჩამოვიდა. დანიელსონი 28 მარტს უკვე შეხვდა საქართველოში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან მედიაციის პროცესი კი, დღეიდან განაახლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები