სოზარ სუბარი – ვერ დავარწმუნეთ ეს ადამიანები, რომ შემოვიდნენ პარლამენტში და თავად გამოიკვლიონ გაყალბდა თუ არა არჩევნები, რადგან კარგად იციან, რომ შერცხვებიან
ვერ დავარწმუნეთ ეს ადამიანები, რომ შემოვიდნენ და თავად გამოიკვლიონ გაყალბდა თუ არგაყალბდა არჩევნები, რადგან კარგად იციან, რომ შერცხვებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, კარგი იქნება, ადამიანები, რომლებმაც გაბედეს და პარლამენტში შევიდნენ, ესეც გაბედონ და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგან, დაიწყონ ამ საგამოძიებო კომისიაში მუშაობა.
„ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ, იმიტომ რომ გაყალბდა – თუ გაყალბდა მივდივართ ხელახალ არჩევნებზე, ძალიან მარტივი პასუხია – ვერ დავარწმუნეთ ეს ადამიანები, რომ შემოვიდნენ და თავად გამოიკვლიონ გაყალბდა თუ არგაყალბდა, რადგან კარგად იციან, რომ შერცხვებიან და იძულებული იქნებიან აღიარონ, რომ არ გაყალბებულა. კარგი იქნება, რომ ის ადამიანები, რომლებმაც გაბედეს და პარლამენტში შემოვიდნენ, ესეც გაბედონ და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგან და დაიწყონ ამ საგამოძიებო კომისიაში მუშაობა. მთელი ცივილიზებული სამყარო, საქართველოს ყველა მეგობარი ერთიანად თვლის, რომ მსგავსი რამ რომ პარლამენტში მანდატებზე უარს ამბობდნენ და არ შედიოდნენ პარლამენტში ეს არის არაცივილიზებულობის ნიშანი და არის არასწორი, ყველა ერთად მოუწოდებენ, რომ შევიდნენ პარლამენტში და იქ გავაგრძელოთ საპარლამენტო დეტალები. ეს არის მთავარი საკითხი. უამრავი სხვა საკითხი დგება ხოლმე და ბევრი მათგანი უკვე დაწყებულია. სასამართლო რეფორმა დაწყებულია საარჩევნო რეფორმა დაწყებულია, ვიღაცას არ მოსწონს 3 პროცენტიანი ბარიერი, შემოვიდნენ და ვიდაოთ იქნებ ორი, ოთხი, ერთი ჯობია ეს ყველაფერი არის პოლიტიკური დებატების საგანი და ამ დებატების ადგილი არის პარლამენტში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.