ნიკოლოზ მჭედლიშვილი – როგორც კი ოპოზიცია და მათი რუპორ-ტელევიზიები დაინახავენ ხოლმე ოდნავ რაიმე ნეგატივს, მაშინვე იწყებენ ცეცხლზე ნავთის დასხხმას

ბოლო დღეებში ლარის დაახლოებოთ ერთპროცენტიანი გაუფასურება გამოწვეულია მეზობელი თურქეთის, საქართველოოს მთავარი სავაჭრო პარტნიორის, ვალურის გაუფასურებით, – ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, შექმნილ სიტუაციაში ოპოზიცია ცდილობს ფსიქოლოგიური ეფექტი კიდევ უფრო უარესი იყოს.

„რაც უარესი, მით უკეთესი.

როგორც კი ოპოზიცია და მათი რუპორ-ტელევიზიები დაინახავენ ხოლმე ოდნავ რაიმე ნეგატივს, მაშინვე იწყებენ ცეცხლზე ნავთის დასხხმას, რომ ფსიქოლოგიური ეფექტი კიდევ უფრო უარესი იყოს.

ბოლო დღეებში ლარის დაახლოებოთ ერთპროცენტიანი გაუფასურება გამოწვეულია მეზობელი თურქეთის, საქართველოოს მთავარი სავაჭრო პარტნიორის, ვალურის გაუფასურებით. ლირა დოლარის მიმართ 10 პროცენტით გაუფასურდა.

ლარიც მიჰყვა ამ ტრენდს და ბოლო წლების განმავლობაში სწორედ პრაქტიკულად პირდაპირი კორელაცია შეინიშნება ლარის მერყეობასა და ლირის დოლართან არსებულ კურსებს შორის.

ამ პირობებში ფინანსთა სამინისტროს ხარჯვითი პოლიტიკა მკაცრად, საბიუჯეტო პარამეტრების ფარგლებში ხორციელდება, ფისკალური შემოსავლები დაგეგმილზე მეტია. სწორედ ფისკალური სექტორის მდგრადობა პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის სავალუტო ბაზრისათვის.

გარდა ამისა, ჩვენს ქვეყანას აქვს წარმატებული პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. სულ მალე დასრულდება სსფ-ის პროგრამა, რაც დაკავშირებულია ქვეყანაში დამატებითი სავალუტო რეზერვების შემოდინებასთან,” – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები