“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს
„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, სხვა არსებულ პოლიტიკურ საკითხებთან ერთად განიხილავენ კრისტიან დანიელსონის ვიზიტსა და ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესს.