ვლადიმერ ბოჟაძე: “ნაციონალური მოძრაობის” კომპრომისი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა ყოფილა
“ნაციონალური მოძრაობის” კომპრომისი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა ყოფილა, ასე ბრძანა ,,დაკარგულმა” და ახლა საგანგებოდ გამოჩხრეკილმა, მიშას ნდობით აღჭურვილმა აკო მინაშვილმა”, – წერს სოციალურ ქსელში ,,სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ვლადიმერ ბოჟაძე.
მისი თქმით, შალვა ნათელაშვილის დემარში და მოლაპარაკების დეტალების გარეთ გამოტანა ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა, არ შემდგარიყო არავითარი შეთანხმება, არავის გაებედა ოპოზიციიდან ევროპელი მედიატორების შეთავაზების თუნდაც ერთ პუნქტზე დათანხმება.
,,რადიკალური ოპოზიციის მიზანი ნათელია, დესტრუქცია, არეულობა და რევოლუციური სცენარი, დასავლელი პარტნიორებისა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ წასვლა, თუმცა, ამ სცენარს განხორცილება არ უწერია, ამას არც საქართველოს მოსახლეობა და არც ჩვენი პარტნიორები არ დაუშვებენ! გაქცეულ პრეზიდენტს, თემურ ალასანიასა და ნარაშკინს ებარებოდეთ“, – წერს ბოჟაძე.