გია აბაშიძე: ფსევდო-დათმობა, რომ პარტია მოლაპარაკებაში მონაწილეობდა ე.წ. პოლიტპატიმარ ნიკანორ მელიას მიუხედავად, არის უსუსტესი არგუმენტი
„ეს ფსევდო-დათმობა, რომ პარტია მოლაპარაკებაში მონაწილეობდა ე.წ. პოლიტპატიმარი ნიკანორ მელიას მიუხედავად, არის უსუსტესი არგუმენტი შინ და გარეთ. თუმცა, მორიგი ამაო დესტრუქციული ქმედებებებისათვის ზედგამოჭრილია“, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, გია აბაშიძე.
მისი თქმით, მოლაპარაკებებმა საზოგადოებას ნათლად დაანახა, რომ ძებნილი სააკაშვილი “ნაციონალურ მოძრაობაში” თავისიანებს აღარ ენდობა.
„ამ მოლაპარაკებებმა საზოგადოებას ნათლად დაანახა, რომ ძებნილი სააკაშვილი “ნაციონალურ მოძრაობაში” თავისიანებს აღარ ენდობა და ‘მაგიდის ასაყირავებლად’ ოფიციალურ წარმომადგენლად პიარადად მიავლინა ყველასაგან მივიწყებული აკაკი (აკო) მინაშვილი“.
ვისაც უახლესი ისტორია გვახსოვს, ვიცით, რომ ჯალათი ახალაიების პირადი შიკრიკი, მინაშვილი სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი გამოკვეთილი სიმბოლოა. მისი ამ საპასუხისმგებლო პროცესში მივლინებით ექსპრეზიდენტმა წარმოაჩინა, რომ არ ენდობა თავის უახლოეს თანაგუნდელებს და სხვა ოპოზიციონერებს გაუგზავნა მკაფიო გზავნილი – ხელი არ წაგიცდეთ შეთანხმებაზე.
მაინტერესებს, თავად ნაცსექტის მიმდევრებს არ გაუჩნდათ ლეგიტიმური შეკითხვა – ვინ არის აკაკი მინაშვილი, სად იყო აქამდე და რატომ ახლა?“, – წერს გია აბაშიძე ,,ფეისბუქის,, საკუთარ გვერდზე.