ლევან რატიანის ემოციური პოსტი -“ეს ომი აუცილებლად უნდა მოვიგოთ”
დედა, რომელსაც ორი შვილი ელოდება სადღაც სახლში… სადღაც კუთხეში დგანან და ლოცულობენ, – ამის შესახებ “პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის” ხელმძღვანელი ლევან რატიანი ახალციხელ გოგონასთან დაკავშირებით წერს, რომელიც კლინიკაში გუშინ საღამოს კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს.
“ღმერთო ეს შეგვაძლებინე…. დედის დილა მშვიდობისა, დედის ალერსი და დედის სითბო ეს ყველაფერია ცხოვრებაში…..დედა ის არსება, რომლის უმისიდ მე პირადად ცხოვრება ვერ წარმომიდგენია ამ ასაკშიც…. დედა პირველ რიგში ჩვენი პაციენტი…. დედა რომელსაც ორი შვილი ელოდება სადღაც სახლში… სადღაც კუთხეში დგანან და ლოცულობენ დედა გადაგვირჩეს…. რომ გავიგე ერთი მესამე კლასშია, მეორე პირველში გული გამიჩერდა….. დედა უნდა გადარჩეს!!!! ეს უპირობა….. მშვიდობა დაგვბულებოდეს და ეს დედა კი მალე გამეშვას მის შვილებთან გამოჯანმრთელებული…. ღმერთო ეს შეგვაძლებინე…. ეს ომი უპირობოდ უნდა მოვიგოთ! – წერს ლევან რატიანი.
27 წლის მედიკოსი, რომელსაც გუშინ “ასტრაზენეკას” ვაქცინით ვაქცინაცია ჩაუტარდა კომაში ჩავარდა, რის შემდეგაც ექთანი თბილისში, საუნივერსიტეტი კლინიკაში გადაიყვანეს.