ჟოზეფ ბორელი: ეს შეხვედრა იყო შანსი, შეგვეფასებინა საერთო თანამშრომლობის ასპექტები

“ეს შეხვედრა იყო შანსი, შეგვეფასებინა საერთო თანამშრომლობის ასპექტები, ჩვენი ფართომასშტაბიანი აცრების შეთანხმება”, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა აღნიშნა, საუბარი ასევე იყო ამჟამინდელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

„როგორც ევროკომისარმა ბრძანა, საუბარი გვქონდა ამჟამინდელ პოლიტიკურ მდგომარეობაზე. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველომ კოვაქსიდან მიიღო დახმარება, უფრო მეტი იქნება ევროკავშირიდან დახმარების სახით. ჩვენ გვინდა, რომ ხავერდოვნად გაიაროს ქვეყანამ ეს სიტუაცია და მდგრადი მდგომარეობა იქნეს მიღწეული, აღდგენილი იქნეს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა”, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები