ბორელი – შესაძლო რიგგარეშე არჩევნებზე: ეუთო-ს მიაჩნია, რომ 2020 წლის არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი
“ეუთო-ს მიაჩნია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი”, – ამის შესახებ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.
„ჩემი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, როდის ან რა ჩატარდება საქართველოში. ეუთო-ს მიაჩნია, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი“, – განაცხადა ბორელმა.