ანრი ოხანაშვილი ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანდრიუს კალინდრას შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ანდრიუს კალინდრასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის ფორმატებზე.

„მადლობა გადავუხადე ბატონ ელჩს, იმ პოლიტიკოსებს და, ზოგადად, ლიეტუვის მთავრობასა და პარლამენტს საქართველოს მხარდაჭერისთვის, რომელიც გამოხატულია სხვადასხვა სამართლებრივ დოკუმენტში და მეგობრულ განცხადებაში. შევთანხმდით მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატზე იმ სამართლებრივი საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა რეფორმირებასაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ვგეგმავთ”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – დავით მათიკაშვილი და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – რატი იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები