არჩილ თალაკვაძე: ვფიქრობ, უკვე შეთანხმების პუნქტები ყალიბდება

ვფიქრობ, უკვე შეთანხმების პუნქტები ყალიბდება იმ ფორმით, რომ პოზიციების დაახლოება შესაძლებელია,  – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„იმედს ვიტოვებ, რომ ორივე მხრიდან კონსტრუქციული მიდგომებით, ჩვენ შევძლებთ ეს უთანხმოება ამოვწუროთ და შევძლოთ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს დაუბრუნდეს ყველა პოლიტიკური პარტია“, – განაცხადა თალაკვაძემ შეხვედრის შემდეგ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი “ქართული ოცნების” ლიდერებს დღეს კიდევ ერთხელ შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონი, რომელიც დღეს ბრიუსელში უნდა დაბრუნებულიყო, საქართველოში დარჩა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით, პოლიტიკურ აქტორებთან შეხვედრებს აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები