დავით სონღულაშვილი „გებრუდერ ვაის-საქართველოს” გენერალურ დირექტორს შეხვდა
დავით სონღულაშვილი „გებრუდერ ვაის-საქართველოს” გენერალურ დირექტორს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარებასა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციის მაქსიმალურად ათვისების მნიშვნელობას.
“პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი „გებრუდერ ვაის-საქართველოს” გენერალურ დირექტორს ალექსანდრ ხარლამოვს შეხვდა.
Gebrüder Weiss მსხვილი ავსტრიული კომპანიაა. მისი საქმიანობის ძირითადი სფეროებია სახმელეთო ტრანსპორტირება, საჰაერო და საზღვაო ტვირთების გადაზიდვა და ლოგისტიკა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.