არჩილ თალაკვაძე ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტრ მიკისკას შეხვდა.

საკანონმდებლო ორგანოს ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში.

არჩილ თალაკვაძემ ელჩს ვიშეგრადის ჯგუფის დაფუძნების 30 წლისთავი მიულოცა და ხაზი გაუსვა ამ ფორმატის ფარგლებში საქართველოს მხარდაჭერის გაგრძელებას. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე.

არჩილ თალაკვაძემ ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის, აგრეთვე, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში ჩეხეთის მთავრობის დახმარებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები