გიორგი ვაშაძე: დღეს უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებას
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, შეხვედრების საბოლოო გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი.
ამის შესახებ ვაშაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში განაცხადა, სადაც აშშ-ის ელჩი – კელი დეგნანი და ევროკავშირის წარმომადგენელი – კრისტიან დანიელსონი იმყოფებიან.
“დღეს უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებას. იმედი მაქვს, დღის ბოლოს სწორედ ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის იქნება მისაღები.
ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რომ შეთანხმება უნდა მოხდეს დროულად, რათა ქვეყანა ამ ჩიხიდან გამოვიდეს იმიტომ, არიან აქ და ამიტომ გახანგრძლივდა დანიელსონის ვიზიტი”, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
კელი დეგნანი და კრისტიან დანიელსონი დღეს პირველ შეხვედრას ოპოზიციის წარმომადგენლებთან მართავენ.