“ნიკა მელია უნდა წარმოადგენდეს მოლაპარაკებების მაგიდაზე „ნაცმოძრაობას”
“ნიკა მელია უნდა წარმოადგენდეს მოლაპარაკებების მაგიდაზე „ნაციონალურ მოძრაობას,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება არის პირველი ნაბიჯი, რომელიც საერთოდ შესაძლებელს გახდის მხარეებს შორის რაიმე შეთანხების მიღწევას.
,,მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ პოლიტპატიმრების, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება არის პირველი ნაბიჯი, რომელიც საერთოდ შესაძლებელს გახდის მხარეებს შორის რაიმე შეთანხების მიღწევას.
გიორგი რურუას საპატიმროში დატოვებამ 8 მარტის შეთანხმების შემდეგ ქვეყანა მიიყვანა კრიზისამდე სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვერ შევძელით იმ ნდობის შექმნა მხარეებს შორის, რომელიც აუცილებელი იყო ამ კრიზისის განსამუხტად. ამიტომ, გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს საპატიმროდან, რადგან ეს იყო პირობა, რომელიც გასცა ხელისუფლებამ 8 მარტის შეთანხმების ფარგლები. ნიკა მელია კი ცხადია, უნდა წარმოადგენდეს მოლაპარაკებების მაგიდაზე „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.