ზურაბ ქადაგიძე: სწორი ნაბიჯია ექვსი თვით ადრე თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება, პოლიტიკურ დღის წესრიგს მმართველი პარტია უნდა ქმნიდეს

“სწორი ნაბიჯია ექვსი თვით ადრე თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება, პოლიტიკურ დღის წესრიგს მმართველი პარტია უნდა ქმნიდეს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, კარგი იქნება კანდიდატებზე დროულად შეჯერება, რადგან მათ, როგორც პოტენციურ დეპუტატებს, ელექტორატთან ურთიერთობის მეტი დრო ექნებათ.

,,პოლიტიკურ დღის წესრიგს უნდა ქმნიდეს მმართველი პარტია მისი, როგორც პასუხისმგებლობიდან, ასევე, ანგარიშვალდებულებებიდან გამომდინარე.

ამიტომ, სწორი ნაბიჯია ექვსი თვით ადრე თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება, რადგან არჩევნებია პოლიტიკის მთავარი განმსაზღვრელი.

კარგი იქნება კანდიდატებზე დროულად შეჯერება, რადგან მათ, როგორც პოტენციურ დეპუტატებს უფრო მეტი დრო ექნებათ ელექტორატთან ურთიერთობის.

მეტი კომუნიკაცია ხალხთან…

მეტი ვალდებულებები საზოგადოების წინაშე”, –  წერს ზურაბ ქადაგიძე.

ცნობისთვის, დღეს „ქართულმა ოცნებამ“   თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები