გიორგი ბოტკოველი: ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი ნაადრევია
“დღეს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარს საერთოდ არ ვაპირებთ”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
მისივე თქმით, სანამ არ მიიღწევა შეთანხმება ხალხსა და ხელისუფლებას შორის, მანამდე ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი ნაადრევია.
“დღეს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარს საერთოდ არ ვაპირებთ. დღეს არის მთავარი მოთხოვნები – პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ნიკა მელიას გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. სანამ არ მიიღწევა შეთანხმება ხალხსა და ხელისუფლებას შორის, მანამდე ნაადრევია ადგილობრივ არჩევნებზე საუბარი”, – განაცხადა ბოტკოველმა.
ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ” თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო.