ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე საპატრიარქოში შეხვედრა მიმდინარეობს
ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე საპატრიარქოში შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრაზე სასულიერო პირები სხვადასხვა საკითხზე მსჯელობენ, მათ შორის, მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში გუშინ მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გააკეთებს.
ჭყონდიდის ეპარქიაში გუშინ მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილი მიტრპოლიტ სტეფანეს დაუპირისპირდა. ეპისკოპოსმა ეპარქიაში მოღვაწე ორ სასულიერო პირს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა.
მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.