„წყალტუბოს სამკურნალო წყლებზე ზემოქმედება ასევე დეტალურად იყო შესწავლილი, რაც ჩვენი მხრიდან წინასწარ იყო მოთხოვნილი, ვფიქრობ, არსებობს მკაფიო დასაბუთება, რომ ეს არანაირ გავლენას არ ახდენს წყალტუბოს მინერალურ წყლებზე”
„წყალტუბოს სამკურნალო თერმულ მინერალურ წყლებზე ზემოქმედება ასევე დეტალურად იყო შესწავლილი, რაც ჩვენი მხრიდან წინასწარ იყო მოთხოვნილი. ვფიქრობ, არსებობს მკაფიო დასაბუთება, რომ ეს არანაირ გავლენას არ ახდენს წყალტუბოს მინერალურ წყლებზე”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
“გზშ-ის ანგარიშს, სხვადასხვა მნიშვნელოვან კვლევასთან ერთად, როგორიცაა გეოლოგიური, გეოფიზიკური, საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევები, ასევე თან ერთვის წყალტუბოს თერმული წყლების ურთიერთკავშირის შესახებ კვლევა, რომელიც შესრულებულია TEMELSU INTERNATIONAL ENGINEERING კომპანიის მიერ. რაც შეეხება ქვემო ნამახვანი ჰესის მშენებლობის შესაძლო ზეგავლენას კურორტ წყალტუბოს სამკურნალო თერმულ-მინერალურ წყლებზე, აღსანიშნავია, რომ ბუნებრივ-ჰიდროგეოლოგიური და გეოლოგიური პირობების გათვალისწინებით, ქვემო ნამახვანის ჰესის ინფრასტრუქტურის განლაგების არეალი გეოლოგიურად აბსოლუტურად არ უკავშირდება წყალტუბოს სამკურნალო თერმულ-მინერალური წყლების ფორმირების, კვების და განტვირთვის არეებს. აქედან გამომდინარე, ქვემო ნამახვანი ჰესის ინფრასტრუქტურის ზეგავლენა კურორტ წყალტუბოზე გამორიცხულია”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.