გიგა ბოკერია: მინდა, მოვუწოდო ივანიშვილს, ახლა სააკაშვილის ჯინაზე აუცილებლად დათანხმდეს პლებისციტს

„ევროპული საქართველოს“ პოზიციაა, რომ ჩვენ გვინდა ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის პაკეტი, მაგრამ კომპრომისის სახით, რა თქმა უნდა, განვიხილავთ პლებისციტს, სადაც ქართველ ხალხს ჰკითხავენ, სურთ თუ არა ახალი არჩევნები”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

იგი ასევე პლებისციტთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და ბიძინა ივანიშვილსაც მოუწოდა, “სააკაშვილის ჯინაზე” პლებიცისტის ჩატარებას დათანხმდეს.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, ახლა მთავარია, ივანიშვილმა სააკაშვილის ჯინაზე გადაწყვიტოს, რომ თანხმდება პლებისციტს, გამოუშვას პოლიტპატიმრები, მერე შეეგუოს მარცხს ჯერ პლებიცისტში და შემდეგ მარცხს არჩევნებში. სააკაშვილის ჯინაზე გააკეთოს ეს ყველაფერი, მე მხოლოდ გამიხარდება.
მინდა, მოვუწოდო ივანიშვილს, სააკაშვილმა განაცხადა და ახლა მის ჯინაზე აუცილებლად უნდა დათანხმდეს პლებისციტს და ყველაფერს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პლებისციტის მოდელზე დათანხმება. მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება არა პლებისციტი, არამედ – რიგგარეშე არჩევნები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები