შალვა პაპუაშვილი: მოცეკვავე არ ვარ, მაგრამ ვმღეროდი ქართულ ხალხურ სიმღერებს და ვიცი, რომ მრავალხმიანობა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით – საქართველოში

“ყველა უნდა იყოს ერთხმად და ერთბაშად. აქ ყველას აქვს პასუხისმგებლობა. პირველი, მეორე, მესამე არ არსებობს”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შალვა პაპუაშვილმა „დღის კურიერის” ეთერში განაცხადა.

„მე მოცეკვავე არ ვარ, მაგრამ ვმღეროდი ქართულ ხალხურ სიმღერებს და ვიცი, რომ მრავალხმიანობა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით – საქართველოში.
ჩვენ ეს განვახორციელეთ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ” ერთპროცენტიანი ბარიერი დააწესაა და დღეს 14 პარტიაა წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში.
ყველა უნდა იყოს ერთხმად და ერთბაშად. აქ ყველას აქვს პასუხისმგებლობა. პირველი, მეორე, მესამე არ არსებობს. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას და ვახორციელებთ კიდეც. მაგალითად, დავაინიცირეთ ის პროექტი, რომელიც ეფუძნება სწორედ იმ მოლაპარაკებებს, რომლებიც ფასილიტატორებთან ერთად დაიწყო, საარჩევნო კოდექსთან მიმართებით. ამაში ოპოზიციის მონაწილეობა იყო ნული, არც პირველი ხმა უთქვამთ, არც ბანი, კრიმანჭულზე ხო ზედმეტია საუბარი.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, ჩვენი პარლამენტი ერთპარტიულად წარმოაჩინონ, მგონი – არითმეტიკაში ირევნიან და ვერ ხედავენ “ევროპელ სოციალისტებსა” და “მოქალაქეებს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები