ნიკა ობოლაძე: შემდეგში ჩვენი პროტესტი იქნება კიდევ უფრო ფრთხილი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არ დავუტოვოთ ხელისუფლებას სპეკულირების სივრცე

შემდეგში ჩვენი პროტესტი იქნება კიდევ უფრო ფრთხილი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არ დავუტოვოთ ხელისუფლებას სპეკულირების სივრცე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა უნდა გადაწყდეს, მივდივართ ევროპისკენ თუ არა.

„გუშინდელი აქციაც აბსოლუტურად მშვიდობიანი იყო, არ ისახავდა მიზნად ადამიანებისთვის გადაადგილების შეზღუდვას, უბრალოდ, ჩვენ დამატებით ვეცდებით, ხელისუფლებას მოვუსპოთ ყველანაირი საბაბი იმის თქმის, რომ ოპოზიცია არის არაკონსტრუქციული. ახლა, როცა ვართ ქვეყნის განვითარების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, მივდივართ ევროპისკენ, ვიღებთ ევროპის დაინტერესებასა და მათ მედიაციას, ფუნდამენტურად ვხდებით ევროპის ნაწილი თუ არა. ჩვენთვის არ არის მისაღები, დავტოვოთ რამე სივრცე, რომ ხელისუფლებამ ამით ისპეკულიროს. შემდეგში ჩვენი პროტესტი იქნება კიდევ უფრო ფრთხილი, მხოლო და მხოლოდ იმიტომ, რომ არ დავუტოვოთ ხელისუფლებას სპეკულირების სივრცე“, – აღნიშნა ნიკა ობოლაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები