გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილის ძმა: თუ საქართველოში ყველა ინსტანცია გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილის ძმის, ვახო რევაზიშვილის განცხადებით, თუკი საქმეზე საქართველოში ყველა ინსტანცია გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, ისინი სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.
რევაზიშვილის თქმითვე, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ისინი ბოლომდე იბრძოლებენ.
„არ შემიძლია, მოსამართლე სტურუას თავში ჩავიხედო, შესაბამისად, დაველოდებით განაჩენს და ამის შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას, თუ რა იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯი. თუმცა, თუ გამამტყუნებელი განაჩენი იქნება, ბოლომდე ვიბრძოლებთ. გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში, თუ იქაც თავს დაიბრმავებენ, საკასაციოში გავასაჩივრებთ. ამის შემდეგ კი, რა თქმა უნდა, სტრასბურგში წავალთ”, – განაცხადა რევაზიშვილმა.