ნინო წილოსანი: ჩვენ გავაუმჯობესეთ კანონმდებლობა, ინსტიტუციები, დემოკრატიის პრინციპები და ეკონომიკური შესაძლებლობები იმისთვის, რომ კიდევ უფრო ახლოს მივიდეთ ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან
„დიდი ევროპული ოჯახის წევრობა გულისხმობს მათ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მიღწევებთან ინტეგრირებას. მთელი ამ პერიოდის მანძილზე ჩვენ გავაუმჯობესეთ კანონმდებლობა, ინსტიტუციები, დემოკრატიის პრინციპები და ეკონომიკური შესაძლებლობები იმისთვის, რომ კიდევ უფრო ახლოს მივიდეთ ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან. ამ გადმოსახედიდან ნათლად ჩანს, რა უნდა გავაკეთოთ საბოლოო მიზნის მისაღწევად, ნათლად ჩანს ჩვენი მზაობა და იმის ფონზე, რომ ჩვენი პარტნიორების მუდმივი მხარდაჭერას აღგვითქვამენ ამ პროცესის განმავლობაში ასევე გარდაუვალია შედეგი რაც ჩვენს ევროპული ოჯახში წევრობას გულისხმობს”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ნინო წილოსანის განცხადებით, პოსტპანდემიური ეკონომიკა მნიშვნელოვანი თავისებურებებით ხასიათდება და ამ პერიოდის მანძილზე ნათლად გამოიკვეთა ქვეყნის შესაძლებლობები და ის გამოწვევები, რაც კარგად უნდა იყოს გაანალიზებული. მისივე თქმით, გუშინ გამართულ შეხვედრებზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმაც ისაუბრა და მკაფიოდ გამოყო ჩვენი ქვეყნის სასოფლო სამეურნეო პოტენციალის განვითარების აუცილებლობა, ევროკავშირის მხრიდან კი დიდი მხარდაჭერა და დახმარება ამ პოტენციალის ასათვისებლად.
„როგორც 2020 წელი, ასევე 2021 ბუნებრივად იქნება კონკრეტულად ეკონომიკური მიმართულებებით შესაძლებლობების პერიოდი, ასეთი ნამდვილად არის სოფლის მეურნეობა, რაზეც გუშინაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმაც ისაუბრა და მკაფიოდ გამოყო ჩვენი ქვეყნის სასოფლო სამეურნეო პოტენციალის განვითარების აუცილებლობა, ევროკავშირის მხრიდან კი დიდი მხარდაჭერა და დახმარება ამ პოტენციალის ასათვისებლად. როგორც 2020 წლის ექსპორტის მონაცემებმა გვაჩვენა, ეკონომიკური აქტივობის შეფერხების ფონზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი მზარდია, მან 942 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა და იმის ფონზე, რომ პარალელურ რეჟიმში ნაკლები ოდენობის პროდუქციის იმპორტი განხორციელდა ჩვენი სავაჭრო ბალანსი უფრო მეტად გადმოიხარა ჩვენს სასარგებლოდ სპირტიანი სასმელები, თხილი, ატამი და სხვა ხილის სახეობები, ხილისა და ბოსტნეულის წვენები, თევზ-პროდუქტები ეს ის აგრო-სასურსათო პროდუქტებია რაც მნიშვნელოვნად გაიზარდა 2020 წელს და ჩვენი სწორი აგრო-სასურსათო პოლიტიკის პირობებში ვფიქრობთ კიდევ უკეთესი შედეგების მიღებაა შესაძლებელი”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
ნინო წილოსანმა იმ მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება, რასაც ევროკავშირი და ცალკეული წევრი ქვეყნები საქართველოსთან მიმართებაში ახორცილებენ. „ევროკავშირის ძალისხმევითა და დაფინანსებით 2013 წლიდან მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების პროგრამა (ENPARD), რომელიც 235 მლნ ევროს ფარგლებში რომ ჩვენი აგრო-სასურსათო პოტენციალს და ადამიანურ თუ ინსტიტუციონალურ განვითარების მიზნობრიობას ემსახურება. დღემდე, ევროკავშირმა 360 სოფლის განვითარების ინიციატივა დააფინანსა, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სოციალური, ინფრასტრუქტურული და გარემოს დაცვითი მიმართულებით. აღნიშნული ბიზნეს ინიციატივები 1000-ზე მეტ ადგილობრივ ოჯახს ასაქმებს და 10,000-ზე მეტ სოფლად მცხოვრებ ადამიანს გაუმჯობესებულ საცხოვრებელ პირობებს სთავაზობს. ამას გარდა, ევროკავშირის დახმარებით განხორციელდა და ხორციელდება პროექტები. ჯამურად, 2012 წლიდან დღემდე 800 მილიონი ევროს მხარდაჭერა და კერძო სექტორის დახმარება EBRD და EIB სასესხო პორტფელით, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებაზეა მიმართული”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.