შარლ მიშელის 2 კვირიანი ვადა ხელისუფლებას და ოპოზიციას

მე შევთავაზე მხარეებს ევროკავშირის მხარდაჭერა იმისათვის, რომ მოხდეს სხვადასხა იდეების შეჯერება. 2 კვირაში ასოცირების შეთანხმებაზე ბრიუსელში გვექნება შეხვედრა. ჩვენ დავაკვირდებით, თუ რა სახის პროგრესია სხვადასხვა რთულ საკითხზე მიღწეული, – ამის შესახებ ევროკავშირის პრეზიდენტმა შარლ მიშელმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი გზავნილი საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვაა.

“ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებთან და პრემიერ-მინისტრთან. გვქონდა შესაძლებლობა მოგვესმინა ერთმანეთისთვის და ჩვენ გვესმის, რომ ძალიან ბევრ რთულ საკითხს გამკლავება სჭირდება.

ამ ქვეყანაში ბევრი კომპლექსური გამოწვევაა. ეკონომიკურ-სოციალური, პანდემიური, უსაფრთხოებისა თუ სტაბილურობის კუთხით.

ეს მნიშვნელოვანი გამოწვევებია, რაც გამკლავებას საჭიროებს. ამიტომ სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას ეს პოლიტიკური კრიზისი. მე დღეს ამაყი ვარ, რომ გადაიდგა სიღრმისეული და მნიშვნელოვანი ნაბიჯები სწორი მიმართულებით.

ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მოგვარდა. როცა ყველა პოლიტიკური მონაწილის მკაფიო შეკითხვაა, არის თუ არა პოლიტიკური ნება, გაძლიერდეს პოლიტიკური დიალოგი იმისთვის, რომ ერთად გამოსავალი ვიპოვოთ, მივიღე პასუხი – დიახ. ეს არის კარგი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ჩვენ გავაგრძელებთ ყველა პოზიტიური ძალისხმევის მხარდაჭერას,” – აღნიშნა შარლ მიშელმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები