გიორგი ვაშაძე: დიალოგმა სხვა დონეზე აიწია

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების სამ საათიანი შეხვედრა დასრულდა.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, დიალოგმა სხვა დონეზე აიწია.

“დიალოგმა სხვა დონეზე აიწია, პირადად ევროკავშირის პრეზიდენტი იქნება ჩართული ამ დიალოგის შედეგით დასრულებაში. აქვე მინდა ვთქვა, რომ ფრთხილი ოპტიმიზმი შეგვიძლია გვქონდეს. ოპოზიციამ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტიკური პატიმრების საკითხიც.

არ იყო ეს შეხვედრა იმისთვის, რომ დეტალურად განგვეხილა თითოეული პოზიცია. ეს შეხვედრა პირდაპირ ემსახურებოდა იმას, არიან თუ არა მხარეები მზად ევროკავშირის უშუალო მოდერაციით და არა ფასილიტაციით გავაგრძელოთ ეს საუბარი. ჩვენ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ. წითელი ხაზები, რომ რაღაცას არ ვიხილავთ, ასე არ არის, ყველაფერს განვიხილავთ და ყველაფერზე ვსაუბრობთ.

რაც შეეხება პლებისციტს, ამაზე არ გვისაუბრია. ეს არის სხვა დონის ჩართულობა ამ პროცესში და ყველა პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ პროცესს. პიკეტირებას და პროტესტს ვაგრძელებთ ეს არის ცალსახა განუყრელი ნაწილი ამ პროცესის,”-აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები