სალომე ზურაბიშვილი: ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა

“ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავისი ევროპული გზა გააგრძელოს.

„დღეს პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის და როგორც არასოდეს ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავისი ევროპული გზა, თავისი დემოკრატიული გზა გააგრძელოს და ამ გზაზე არაფერმა შეუშალოს ხელი. ეს როგორც არასოდეს, მნიშვნელოვანია იქედან გამომდინარე, რომ ამ რეგიონში ვითარება შეიცვალა და საჭირო არის, რომ ის რაც იყო და არის საქართველო – ანუ სტაბილურობისა და დემოკრატიის კუნძული, ეს კიდევ გაძლიერდეს და გამყარდეს. ევროკავშირს, როგორც საქართველოს, სჭირდება ჩვენგან მეტი სტაბილურობა, მეტი დემოკრატია და მეტი ეკონომიკური განვითარება. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ევროკავშირთან ერტად პოსტკრიზისულ გეგმაზე ერთად ვიმუშაოთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები