მედეა მეტრეველი მაკა ბოჭორიშვილს – დეპუტატს, რომლის შესახებ არაფერი გვსმენია ვიდრე ოცნების დეპუტატი გახდებოდა

„ლელოს“ წევრი მედეა მეტრეველი პარლამენტის დეპუტატ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებას ეხმაურება.

- რეკლამა -

- რეკლამა -

მედეა მეტრეველის განცხადებას “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

“მინდა გამოვეხმაურო ახალბედა დეპუტატის მაკა ბოჭორიშვილის რბილად რომ ვთქვათ კომიკურ და, ამავე დროს, სევდიან თვითშეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციურ სპექტრში ვერავის ხედვას ვისაც მასზე დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს ევროინტეგრაციის საქმეში და განვუმარტო, რომ საკუთარ თავზე ასეთ მაღალ რეგისტრში საუბარს, უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, სხვებს შეეფასებინათ „საქმენი ჩვენი“.

ახალბედა დეპუტატს, დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის გამოცდილებით, რომლის შესახებ არაფერი გვსმენია ვიდრე ოცნების დეპუტატი გახდებოდა, მსურს განვუმარტო რომ, ასეთი ადამიანები ოპოზიციაში და განსაკუთრებით ლელოში ძალიან ბევრნი ვართ.

ასევე შევახსენებ, რომ ოცნების ხელისუფლების მიერ უსამართლოდ გაუქმებული „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში ამავე ცენტრის მიერ ორგანიზებულმა 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტმა, უპრეცედენტო რაოდენობის საუკეთესო საერთაშორისო შეფასებები დაიმსახურა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის მიერ 2018 წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად დასახელდა. 30-ზე მეტ უცხო ენაზე ითარგმნა და გამოიცა 300-ზე მეტი ქართული ლიტერატურული ნაწარმოები და წიგნი, რომელთა შესახებ ათასობით დადებითი რეცენზია გამოქვეყნდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვყნის წამყვან გამოცემებში.

და რაც მთავარია, ოცნების ხელისუფლების მიერ გაჩერებული ანაკლიის პორტსაც შევახსენებ და იმ შესაძლებლობებს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების მიმართულებით სწორედ ევროინტეგრაციის კონტექსტში.

ასე რომ, მაკა ბოჭორიშვილს, როგორც ყოფილ „დიპლომატს“, უფრო მეტი წინდახედულობა მართებს ასეთი შეფასებების გაკეთებისას. სირცხვილია!”, – ნათქვამია მეტრეველის განცხადებაშ, რომელსაც “ლელო” ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები