მოძრაობა “საქართველოსთვის” ხელისუფლებას 2 კვირიან ვადას აძლევს

მოძრაობა “საქართველოსთვის” ხელისუფლებას 2 კვირიაინ ვადას აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი რუსთაველის გამზირის კარვებით გადაკეტვას აპირებს.

მოძრაობის წევრები ვადამდელ არჩევნებს, პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

ამ დროისათვის რუსთაველის გამზირზე 11 კარავია გაშლილი.

შეგახსენებთ, რომ ​ოპოზიციამ დღევანდელ აქციაზე სამოქმედო გეგმაც გაწერა.

“2 მარტს, თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებთან ერთად, ვგეგმავთ პარლამენტის შენობის პიკეტირებას, იმისთვის, რომ ჩვენი ხმა, საქართველოს თითოეული მოქალაქის ხმა გაიგოს რეჟიმმა;
5 მარტს, ვგეგმავთ კანცელარიის შენობის პიკეტირებას, იმისთის, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ ბიძინა ივანიშილის ერთ-ერთ გამორჩეულ მსახურს ღარიბაშვილს. რომელიც თავად უშინაარსო ადამიანია და მისგან მხოლოდ ბიძინა ივანიშილის ხმა ისმის;
9 მარტს, ჩვენ ვგეგმავთ აქციას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, იმიტომ, რომ ეს უწყება დღეს არის ერთი ადამინის ნება-სურვილის შემსრულებელი. იჭერს აქტივისტებს, ლახავს ადამიანების უფლებებს;
11 მარტს ჩვენ ვგეგმავთ აქციას, ამ რეჟიმის მთავარ სიმბოლოსთან, სასამართლოსთან, რომელიც გადაიქცა მურუსიძის, ჩინჩალაძის და უსამართლობისა და პოლიტიკური მართლმსაჯულების მტავარ სიმბოლოდ;
13 მარტს, ამ აქციების ბოლოში, ჩვენ კიდევ ერთხელ პარლამენტთან ვიკრიბებით ერთად და, რა თქმა უდნა, ეს იქნება კდიევ ერთი აქცია და მარში თავისუფლებისთვის”, – წერია გეგმაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები