ივერი მელაშვილი: ჩემს საქმეში დავით გარეჯის თემით აჟიტირება აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაფუჭებისკენ არის მიმართული, დღეს აქციაზე ჩემი ქვეყნისა და ნიკა მელიას მხარდასაჭერად მივედი

“ამ ხელისუფლებისა და მართლმსაჯულების პირობებში ვხედავ, რომ ბევრი ცუდი რამ ხდება, რომელიც ევროპასთან არ გვაახლოებს, ეს ყოველივე საქართველოს ინტერესების საზიანოა”, – ამის შესახებ ე.წ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა, ივერი მელაშვილმა „ფორმულას“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას დაპატიმრებით ხელისუფლებამ თქვა, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არსებობს.
თუნდაც ჩემს საქმეში, აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებები, დავით გარეჯის თემით აჟიტირება აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაფუჭებისკენ არის მიმართული, მე ეს მტკივა. შეიძლება, ვიღაცას მოვწონდე ან არ მოვწონდე, გასაგებია, მაგრამ ამ თემით აჟიტირება მეზობელთან ურთიერთობის გაფუჭებისკენ რომ არის მიმართული, მტკივა.
ნიკა მელიას შემთხვევაშიც, მას – როგორც ოპოზიციის ლიდერს, სრულიად უსაფუძვლო ბრალდებებით იჭერენ. მსოფლიოს ამით უჩვენებენ, რომ ქვეყანაში დემოკრატიაზე საუბარიც კი არ არის. ეს ყველაფერი ქვეყნისთვის ცუდია. ეს მარტო ნიკა მელიასა და ივერი მელაშვილის პრობლემა არ არის. ამ ყველაფერს უნდა შეეწინააღმდეგოს ხალხი.
მე დღეს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ჩემი ქვეყნის მხარდასაჭერად მივედი. ცხადია, ნიკა მელიას ფაქტორი დიდია, მაგრამ მე, პირველ ყოვლისა, ჩემი სამშობლოსთვის მივედი,“ – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

შეგახსენებთ, ე.წ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს, 20-20 ათასი ლარის სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები