გიორგი ვოლსკი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – გიორგი ვოლსკი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს დახურულ ფორმატში შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ საკითხებსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, ბოლო პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მიმართ განხორციელებულმა უკანონო ქმედებებმა, განსაკუთრებით კი, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოს მიერ საქართველოს მოქალაქის მიმართ გამოტანილმა უკანონო გადაწყვეტილებამ არსებული რთული ურთიერთობები კიდევ უფრო დაძაბა. „მიუხედავად ამისა, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ საზოგადოებებს შორის არის გარკვეული კავშირები და ამ კავშირების გაღრმავება და გააქტიურება მომავლისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება”, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები