აჭარაში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 33 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 33 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ექვსმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა კლინიკა დატოვა.
რეგიონში კრიტიკულად მძიმეა ხუთი კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
აჭარის კლინიკებში 112 პაციენტი მკურნალობს, კოვიდსასტუმროში – 54, ონლაინკლინიკაში – 126.